Grundfos JP 3-42 — Grundfos JP 3-42 - ერთსაფეხურიანი ცენტრიფუგული წყლის ტუმბო, რომელიც გამოირჩევა მაღალი შეწოვის უნარით, ხანგრძლივი და საიმედო მუშაობით.

დაგვირეკეთ

ძირითადი ინფორმაცია

Grundfos JP 3-42 — მაღალი ხარისხის ერთსაფეხურიანი ცენტრიფუგული წყლის ტუმბო, განკუთვნილი სხვადასხვა საყოფაცხოვრებო და ბაღის სარწყავი სისტემებისთვის. ტუმბო გამოირჩევა შესანიშნავი შეწოვის უნარით, მისი კომპაქტური და გამძლე კონსტრუქცია კი უზრუნველყოფს ხანგრძლივ, შეფერხებებისგან თავისუფალ მუშაობას.  

ტუმბო აღჭურვილია ჩაშენებული ეჟექტორითა და მიმართულების განმსაზღვრელი ფარფლებით, რაც უზრუნველყოფს ოპტიმალურ თვითშემწოვ უნარს და ტუმბოს საშუალებას აძლევს, წყალი ამოქაჩოს 8 მეტრამდე სიღრმიდანაც კი. ასევე, შეუძლია გაუმკლავდეს ჰაერისა და წყლის ნაზავს, რაც უზრუნველყოფს სტაბილურ მუშაობას სრული დატვირთვით.  

წყლის ტუმბო აღჭურვილია ჩაშენებული თერმული დაცვით, რომელიც ტემპერატურის გადაჭარბების შემთხვევაში მყისიერად აჩერებს მუშაობას. ელექტროძრავი აღჭურვილია ჰაერით გაგრილების სისტემით და დიდი ბურთულიანი საკისრებით, რომლებიც მუდმივი ცხიმოვანი შეზეთვით და დალუქვით უზრუნველყოფენ უხმაურო მუშაობასა და მინიმალურ მოვლას. აქვს გამძლე კონსტრუქცია და მაღალი ანტიკოროზიული თვისებები, რაც უზრუნველყოფილია უჟანგავი ფოლადის კორპუსით, კომპოზიტური მასალის იმპელერით და ელექტროფორეზის მეთოდით დატანილი საფარით. 

 

მთავარი მახასიათებლები და უპირატესობები:  

  • თვითშემწოვი ფუნქცია — შეწოვის სიმაღლე: 8 მეტრამდე  
  • უჟანგავი ფოლადის ტუმბოს კორპუსი და მძლავრი ელექტროძრავა  
  • ჩაშენებული თერმული დაცვა გადახურებისგან  
  • ჰაერით გაგრილებადი ძრავა დაბალი ხმაურით  
  • დაცული კოროზიისგან დაცული კომპოზიტური იმპელერი, 
  • წყლის ტუმბო Grundfos JP 3-42  ადვილად გადასატანია – აღჭურვილია მოხერხებული სახელურით  

 

გამოყენების სფეროები:  

  • მცირე სახლების წყალმომარაგება  
  • ბაღების მორწყვა  
  • წნევის გაძლიერება წყლის ავზებიდან ან ჭიდან  
  • ავტომანქანის გარეცხვა  
  • მცირე მეურნეობები და სათბურები  
  • საცურაო აუზების გაწმენდა (AISI 316 ვერსიის შემთხვევაში)  

Grundfos JP 3-42 — გამძლე და ეფექტური წყლის ტუმბო, რომელიც შექმნილია იმისათვის, რომ დაგეხმაროთ წყლის მიწოდებაში მაქსიმალური საიმედოობით.  

ტექნიკური სერვისი
დოკუმენტები