IPSO (Infrastructure Projects Support Office) არის Grundfos-ისა და კომპანია მეგაპროჯექტის ერთობლივი ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინოვაციური მიდგომების დანერგვის მხარდაჭერას.
პროექტის ბენეფიციარები არიან სექტორში მოქმედი საპროექტო, სამშენებლო, მონტაჟისა და ოპერატორი ორგანიზაციები. პროექტის ფარგლებში ტარდება როგორც სასწავლო და საკონსულტაციო ღონისძიებები, ასევე დარგობრივი კვლევითი სამუშაოები.