ჩამდინარე წყლების აწყობილი სატუმბი სადგურები

Grundfos offers a full range of wastewater pumping stations – also known as lift stations – which are supplied complete with all the necessary piping, valves, level controls etc.

ძირითადი ინფორმაცია

მიმოხილვა

Grundfos-ის ჩამდინარე წყლების სატუმბი სადგურები

ჩამდინარე წყლების სატუმბ სადგურებში გამოყენებულია მოდულური კონცეფცია,  მაშინ როცა ტუმბოს ორმო , ტუმბოები და სამართავი მოწყობილობები შეიძლება გავაერთიანოთ ყოველი ცალკეული შემთხვევის შესაბამისი მოთხოვნების მიხედვით.

მასალა

სატუმბი სადგურები მზადდება მაღალი სიმკვირვის პოლიეთილენის (HDPE) ან მინაბოჭკოვანი პლასტმასისგან (GRP). ყველა წინასწარ დაყენებული მილსადენი ასევე დამზადებულია პოლიეთილენის ან უჟანგავი ფოლადისგან. სტანდარტულად, სატუმბი სადგურების ზედა ზედაპირი შედგება მინაბოჭკოსგან, ალუმინის ან პოლიეთილენისგან. თუმცა, ინტენსიური ტრაფიკისთვის შესაძლებელია ბეტონის/თუჯის თავსახურის უზრუნველყოფაც.

შექმენით თქვენი საკუთარი სატუმბი სადგური

სატუმბი სადგურების აგება ხდება ჩამდინარე წყლების (წარმოების თხევადი ნარჩენები), სადრენაჟო და საყოფაცხოვრებო, კომერციული, საქალაქო და საწარმოო შენობებიდან ჩამდინარე წყლების, ასევე, ავტომაგისტრალების და გზების ზედაპირული წყლების გასაწმენდად.  როგორც წესი, სატუმბი სადგურები გამოიყენება საკანალიზაციო სისტემების ორი ძირითადი ტიპისთვის: ჰერმეტული და გრავიტაციული საკანალიზაციო სისტემები.

ასაწყობი სატუმბი სადგურით შეძლებთ შექმნათ სადგური, რომელიც სწორედ თქვენი საჭიროებების გათვალისწინებით იქნება შემუშავებული – ამისთვის იყენებთ Pumping Station Creator ხელსაწყოს https://app.grundfos.com/pust/frontpage.  შედეგი სრულად დოკუმენტირებულია, CE ნიშნით, იდეალური თავსებადობისთვის საჭირო ყველა კომპონენტით. CE ნიშანი და შესაბამისი EU სტანდარტები ვრცელდება მთელს მოწყობილობაზე.

გამოყენება დამოკიდებულია არჩეულ ტუმბოზე და მოიცავს:

  • დრენაჟს
  • ჩამდინარე წყლებს/წვიმის წყალს/ზედაპირულ წყლებს
  • ჩამდინარე წყლების ტრანსპორტირებას

მახასიათებლები და უპირატესობა

  • მოდულარული მოქნილობა
  • არაკოროზირებადი მასალები
  • მარტივი მონტაჟი
  • მტკიცე კონსტრუქცია
  • ჭის (შახტის ფსკერის) კონსტრუქცია ამცირებს სუნთან და ნადებთან დაკვავშირებულ პრობლემებს.
ტექნიკური სერვისი
დოკუმენტები