SMART Digital, DDA, DDC, DDE ინტელექტუალური ტუმბო დოზატორები

SMART Digital სისტემით აღჭურვილი ტუმბო დოზატორები Grundfos-ის მიერ 2010 წლიდან იწარმოება და ცნობილია მონიტორინგის თანამედროვე სისტემით, რომელიც უზრუნველყოფს, როგორც დოზირების უსაფრთხო და ეკონომიურ პროცესს, ასევე გამოარჩევს მას აღნიშნულ დარგში საუკეთესო სიზუსტით.

ძირითადი ინფორმაცია

მიმოხილვა

ქიმიკატების ზუსტი დოზირება საწარმოო პროცესის უმნიშვნელოვანეს ნაწილს წარმოადგენს. სასმელი წყლისა და ჩამდინარე წყლების დამუშავებიდან დაწყებული, ფარმაცევტული, ქიმიური, კვების ინდუსტრიების საწარმოო პროცესების ჩათვლით, ქიმიკატების ზუსტი და სწორი რაოდენობით დოზირება სასურველი შედეგების მისაღწევად უმნიშვნელოვანესია. მისი საშუალებით მცირდება საოპერაციო ხარჯები, იზრდება პროცესის  უსაფრთხოება და საიმედოობა.

ინტელექტუალური ტუმბო დოზატორები, აღჭურვილი მაღალტექნოლოგიური ძრავებითა და კორექტირების მექანიზმებით წარმოადგენენ იდეალურ გადაწყვეტილებას კომპლექსური დოზირებისთვის. ისინი უმარტივებენ საქმიანობას მომხმარებლებს ზუსტი, სანდო და რენტაბელური დოზირების პროცესის უზრუნველყოფით.

გამოცდილი და ტესტირებული ციფრული დოზირების (Digital Dosing™) სისტემა

SMART Digital სისტემით აღჭურვილი ტუმბო დოზატორები Grundfos-ის მიერ 2010 წლიდან იწარმოება და ცნობილია მონიტორინგის თანამედროვე სისტემით, რომელიც უზრუნველყოფს, როგორც დოზირების უსაფრთხო და ეკონომიურ პროცესს, ასევე გამოარჩევს მას აღნიშნულ დარგში საუკეთესო სიზუსტით.

ხელმისაწვდომია ზომის ორი კატეგორია:

  • SMART Digital S (დოზირების ნაკადი 120 ლ/სთ-მდე, წნევა 16 ბარამდე, მაქსიმალური წარმადობის რეგულირების დიაპაზონი 1:3000)
  • SMART Digital XL (დოზირების ნაკადი 200 ლ/სთ-მდე, წნევა 10 ბარამდე, მაქსიმალური წარმადობის რეგულირების დიაპაზონი 1:800)

SMART Digital S DDA, DDC, და DDE ასევე SMART Digital XL DDA და DDE მოდელებს საფუძვლად უდევს გამოცდილი და ტესტირებული Grundfos-ის ციფრული დოზირების (Digital Dosing™) ტექნოლოგია. ისინი გვთავაზობენ მძლავრ, სიხშირული მართვის მქონე ძრავებს, უნივერსალურ კვების წყაროებს და PTFE – სგან დამზადებულ დიაფრაგმებს, რომელებიც ქიმიური მდგრადობისა და გამძლების ყველაზე მკაცრ მოთხოვნებს აკმაყოფილებენ. შესაბამისად ტუმბოები  მოიცავენ დოზირების ფართო სპექტრს.

 

DDA: საუკეთესო გადაწყვეტილება კომპლექსური და რთული აპლიკაციებისთვის

DDA წარმოადგენს ტუმბოს კომპლექსური და მოთხოვნების მაღალი სტანდარტების მქონე აპლიკაციებისათვის, სადაც ფოკუსურება ხდება პროცესის საიმედოობაზე. ის გვთავაზობს ნაკადის კონტროლს(FlowControl), წნევის მონიტორინგს, ნაკადის ავტომატურ კორექტირებას(AutoFlowAdapt) და ინტეგრირებულ ნაკადის მზომს. ინდუსტრიული აპლიკაციებისათვის ის აღჭურვილია დამატებითი სამუშაო რეჟიმებით, როგორიცაა კვირის ქრონომეტრაჟი და ავტომატური დეაერაცია.

DDC: ფასისა და წარმადობის ოპტიმალური თანაფარდობა

DDC გვთავაზობს მარტივი, ინტუიციური წრიული ღილაკით მართვის შესაძლებლობას და გრაფიკულ LC მონიტორს 28-ზე მეტ სამუშაო ენასთან ერთად. მართვის ყველა სტანდარტული რეჟიმი და შემსვლელ/გამოსვლელი, როგორიცაა ანალოგური კონტროლი ან გამომავალი რელე, შეიძლება ინტეგრირებული იქნეს მართვის სისტემაში. ტუმბო უნივერსალურია, თავსებადია განსხვავებულ მოთხოვნებთან ისეთი ფუნქციების წყალობით, როგორებიცაა SlowMode (ანტიკავიტაციური) რეჟიმი მაღალი სიბლანტის მქონე ნივთიერებებისთვის და კალიბრაციის პირდაპირი რეჟიმი.

DDE: ციფრული დოზირების (Digital Dosing™) რენტაბელური გადაწყვეტილება

DDE წარმოადგენს საბაზისო დონის რენტაბელურ მოდელს ციფრული დოზირების (Digital Dosing™) სისტემის ყველა ბენეფიტით, როგორიცაა მაქსიმალური წარმადობის რეგულირების დიაპაზონი 1:1000 (15ლ/სთ-მდე) და 1:800 (200ლ/სთ-მდე) ასევე უზრუნველყოფს თანაბარ და უწყვეტ დოზირებას. დოზირების სისწრაფის განსაზღვრა ხდება ლოგარითმული შკალით, რომელიც მუშაობს 0.1-100% მდე დიაპაზონში. მარტივი და იმპულსური კონტროლის სისტემა, გარეთ გამოტანილი გათიშვის (STOP) ფუნქცია და დაცლის დონის სიგნალი, აქცევს მას იდეალურად საბაზისო მოთხოვნების მქონე OEM აპლიკაციებისთვის. SMART XL DDE დამატებით გვთავაზობს რეგულირებად ანალოგურ მიერთებას.

მონაცემები და უპირატესობები

სიმარტივე: მართვის სიმარტივე, მონაცემთა სრული კონტროლი და დამუშავება დისტანციურადაც.

  • ტუმბოების მოხმარება ძალიან მარტივია წრიული მართვის ღილაკის წყალობით. DDA და DDC მოდელები გვთავაზობენ მარტივ, ინტუიციურ ნავიგაციას გრაფიკული LC მონიტორის საშუალებით და 28-ზე მეტ სამუშაო ენას. საშუალებას აძლევს მომხმარებელს მიიღოს მონაცემები ნაკადის შესახებ პირდაპირ მონიტორზე. (მლ/სთ, ლ/სთ ან გალ/სთ)
  • დიდი მონიტორი ახდენს ტუმბოს სტატუსის ინდიკაციას ფონური განათების ცვლილებით, რაც ტუმბოს სტატუსის მარტივი და საწრაფი კონტროლის საშუალებას იძლევა.

მოდულურობა: მოქნილი და ცვალებად გარემოსთან ადაპტირებადი

  • წარმადობის ცვალებადობის მაღალი დიაპაზონი ამცირებს განსხვავებული მოდელების არსებობის საჭიროებას.
  • ყველა მოდელი აღჭურვილია უნივერსალური სამონტაჟო ფილით, რომელიც თავსებადია მონტაჟის ყველა გავრცელებულ მეთოდთან.
  • მართვის კუბის მონტაჟი შესაძლებელია ისე რომ იგი იყოს მიმართული პირდაპირ, მარჯვნივ ან მარცხნივ.
  • მაღალი მოქნილობა განპირობებულია ძაბვის ცვალებადობისა(100-240 V, 50/60 Hz) და ჰიდრავლიკური მიერთების კომპლექტის ცვლილების ფართო სპექტრით.
  • დამატებითი E-box და CIU ყუთები საშუალებას აძლევენ SMART Digital ტუმბოებს, რომ ინტეგრირდნენ ფართოდ გავრცელებულ fieldbus ქსელებში.

ნაკადის გონიერება: პროცესის მაღალი საიმედოობა

  • FlowControl სისტემა DDA-ზე გამორიცხავს არასასურველ გათიშვებს პროცესის ცვალებადი პარამეტრების პირობებში, მაგალითად როგორიცაა წნევის ცვალებადობა.
  • DDA უზრუნველყოფს ზუსტ დიაგნოსტირებას ხარვეზების გავრცელებული ფორმების შემთხვევაში, რომლებიც წარმოიქმნება დიაფრაგმებით აღჭურვილი ტუმბო დოზატორების მუშაობისას. ეს ხარვეზები მარტივი ტექსტური ფორმით აისახება ეკრანზე.
  • AutoFlowAdapt ფუნქცია გარე ფაქტორების ზემქომედების შემთხვევაშიც კი დოზირების პროცესის საჭირო ნაკადით უზრუნველყოფის გარანტიას იძლევა. მაგალითად ძრავის მართვა ავრომატურად კორექტირდება დეგაზირებადი ნივთიერების დოზირებისას, აირის ბუშტების აღმოჩენისთანავე, მანამ სანამ ისინი არ გამოიდევნება დოზირებადი თავაკიდან. სისტემის ცვალებადი უკუწნევა უკვე აღარ მოქმედებს მოთხოვნილ ნაკადზე, საფეხუროვანი ძრავის სიჩქარის რეგულირების  მექანიზმი ავტომატურად აკომპენსირებს გადახრებს.
  • DDA-ში ინტეგრირებული ნაკადის საზომი მექანიზმები უსარგებლოს ხდის დამატებით ძვირადღირებულ საზომ აპარატურას. გაზომილი მიმდინარე ნაკადი პირდაპირ მონიტორზე აისახება და შესაძლებელია ინტეგრირებული იქნას მართვის სისტემებში ანალოგური გამომსვლელით ან BUS პროტოკოლით.

პროცესები

  • დეზინფექცია
  • PH რეგულირება
  • CIP
  • ქიმიკატებისა და ბიოციდების დოზირება
  • ნალექები და ფლოქსაცია
  • ფილტრაცია
  • უკუ ოსმოსი

გამოყენების სფეროები

  • სასმელი წყლის დამუშავება
  • ჩამდინარე წყლების დამუშავება
  • წყლის დამუშავება გათბობის სისტემებში
  • წყლის დამუშავება გაგრილების სისტემებში
  • ტექნიკური წყლის დამუშავება
  • CIP (Clean-In-Place)
  • საცურაო აუზის წყლის დამუშავება
  • ქიმიური ინდუსტრია
  • ულტრაფილტრაციის პროცესი და უკუ ოსმოსი
  • დაბალი წნევის ბოილერების წყლის დამუშავება
  • კვების ინდუსტრია
  • ქაღალდისა და რბილობის ინდუსტრია
  • ტექსტილის ინდუსტრია
  • ირიგაცია
ტექნიკური სერვისი