სელკოპერმის ელექტროლიტური ქლორირების სისტემა ელექტროენერგიის გამოყენებით აწარმოებს ჰიპოქლორიტის ხსნარს სუფრის მარილის ხსნარისგან.

ძირითადი ინფორმაცია

მიმოხილვა

წარმოებული ჰიპოქლორიტის pH მნიშვნელობა არის 8-დან 8.5-მდე და ქლორის მაქსიმალური ექვივალენტური კონცენტრაცია კი ნაკლებია 8 გ/ლ-ზე. რადგან მისი ნახევრადდაშლის პერიოდი ხანგრძლივია, იდელურია ბუფერულ ცისტერნაში შესანახად.

სელკოპერმის მოწყობილობის ძირითადი კომპონენტებია: ელექტროლიზის სისტემა, შესანახი ცისტერნები გაჯერებული მარილის ხსნარისთვის და პროდუქტის ხსნარისთვის, გამწოვი ვენტილატორი, წარმოქმნილი წყალბადის მოსაცილებლად და დოზირების ტუმბოები – პროდუქტის ხსნარისთვის. კონცეფცია სრულყოფილია ქლორის დოზირების გამზომი და მაკონტროლებელი განყოფილებებით. ელექტროლიზის სისტემა ძალიან მნიშვნელოვნია. წყლის მოწოდება, მარილის და პროდუქტის მარაგის ცისტერნების დაკავშირება/შეერთება მილების საშუალებით უნდა ხდებოდეს, აუცილებელია გამონაბოლქვის მილის დამონტაჟებაც. რეზერვუარების ზომები დამოკიდებულია მწარმოებლურობის დონეზე და აუცილებელი სადეზინფექციო ხსნარის ოდენობაზე.

გამოყენება

სელკოპერმის სისტემები კარგი ალტერნატივაა ქლორ-გაზზე დაფუძნებული სისტემებისთვის. სადეზინფექციოდ ელექტროლიტური ქლორირების სისტემების გამოყენების ტიპიური სფეროებია:

  • სასმელი წყლის დამუშავება
  • საცურაო აუზის წყლის დამუშავება
  • ჩამდინარე წყლების დამუშავება.

მახასიათებლები და სარგებელი

  • ელექტროლიზისთვის აუცილებელია მხოლოდ წყალი, სუფრის მარილი და ელექტროენერგია
  • მცირე საექსპლუატაციო ხარჯები
  • სუფრის მარილი არ არის ტოქსიკური და მისი შენახვა ადვილია
  • ახალი ჰიპოქლორიტი ყოველთვის ხელმისაწვდომია
  • სადეზინფექციო საშუალება არ დისოცირდება, მსგავსად სამრეწველო ჰიპოქლორიტის ხსნარისა.
  • დეზინფექციის დადასტურებული მეთოდი შეესაბამება სასმელი წყლის მოხმარების წესებს.
  • ქლორ-გაზზე დაფუძნებულ სისტემებთან შედარებით, მოითხოვს უსაფრთხოების ნაკლებ ზომებს.
  • მყარი და ელემენტარული კომპონენეტები – დაბალი საექსპლუატაციო ხარჯები და მომსახურება ხანგრძლივი დროით.
ტექნიკური სერვისი