SEG დამაქუცმაცებელი ტუმბოები – ჩამდინარე წყლების გადატუმბვა ნარჩენებით

Grundfos SEG ტუმბოები მჭრელი მექანიზმით განკუთვნილია,ცალკეული სახლებიდან ან მცირე შენობებიდან გაუწმენდავი ჩამდინარე წყლის გადასატუმბად.

General Details

მიმოხილვა

მჭრელი მექანიზმის არსებობა ამცირებს ტუმბოს საერთო ზომას, რაც თავის მხრივ ამცირებს სატუმბი სადგურის ზომას. იგი ასევე იძლევა მცირე დიამეტრის მილების გამოყენების საშუალებას.

ტუმბოს თანამედროვე კონსტრუქცია ზრდის საიმედოობას და ამარტივებს მომსახურებას.

SEG AutoADAPT ტუმბოები ჩაშენებული დონმზომი რელეთი არ საჭიროებს დონმზომ რელეს  ან მართვის კარადას. შესაძლებელია 4-მდე ტუმბოს გამოყენება ერთ ჭაში დამატებითი ავტომატიზაციის გარეშე.

დანიშნულება

კანალიზაციის ადგილობრივი სისტემები.

მახასიათებლები და უპირატესობები

  • ეფექტური მჭრელი მექანიზმი;
  • მუშა ბორბლის რეგულირების სისტემა;
  • უნიკალური შეერთება ცალუღით;
  • სპეციალურად შემუშავებული ამწევი სახელური;
  • კარტრიჯულ კასეტური ლილვის შემჭიდროვება;
  • მოდულური კონსტრუქცია;
  • ბურთულა საკისრები მძიმე საექსპლუატაციო პირობებისთვის;
  • თერმული სენსორები სტატორის ხვიებში;
  • SEG AutoADAPT დამატებითი ავტომატიზაციის გარეშე;

 

ტექნიკური სერვისი