სასმელი წყლის სისუფთავის უზრუნველსაყოფად, როგორც სადეზინფექციო საშუალება, იდეალურია ქლორის დიოქსიდი. ქლორის დიოქსიდი ძალიან ეფექტურია ყველა ტიპის მიკრობის წინააღმდეგ და დიდი დროით რჩება სისტემაში, რაც იმას ნიშნავს, რომ განაგრძობს დეზინფიცირებას წყლის ამოღების გარეშეც კი. ქლორის დიოქსიდის დიდ უპირატესობას, სხვა სადეზინფექციო საშუალებებთან შედარებით, წარმოადგენს მისი ქმედითობა ბიოფილმების წინააღმდეგ.
ოქსიპერმი პრო OCD-162 სისტემა წარმოქმნის ქლორის დიოქსიდს გაზავებული ნატრიუმის ქლორიტის ხსნარის (NaClO2, 7,5 %) და ჰიდროქლორინის მჟავის (HCl, 9 %) გამოყენებით. სისტემას წარმოების 4 დონე აქვს და აწარმოებს 5, 10, 30 ან 60 გ/სთ-ში ქლორის დიოქსიდს. ეს სიმძლავრე საკმარისია იმისთვის, რომ დავამუშავოთ 150 მ3 – მდე სასმელი წყალი საათში, მაქსიმალურად დასაშვები კონცენტრაციით 0,4 მგ/ლ ClO2.
გამოყენება
სასმელი წყლის დისკრეტული დეზინფექციის მოწყობილობებში ოქსიპერმი პრო OCD-162-ის გამოყენებისთვის იდეალური სფეროებია:
- ბრძოლა ლეგიონელასთან შემდეგი ტიპის ობიექტების მშენებლობისას: საავადმყოფოები, მოხუცებულთა სახლები, სასტუმროები, სპორტული დაწესებულებები და სკოლები
- სასმელი წყლის გაწმენდა მუნიციპალურ წყალსადენებში
- სარწყავი წყლის გაწმენდა, მაგ., მცენარეთა სანერგეებში
- წყლის გაწმენა კვების და სასმელის ინდუსტრიაში
- გამაგრილებელი წყლის გაწმენდა
მახასიათებლები და სარგებელი
- კომპაქტური დიზაინი, ასევე, შეზღუდული ფართებისთვის
- მარტივი მონტაჟი
- მცირე საექსპლუატაციო ხარჯები
- მაღალი ოპერაციული სანდოობა, გამომდინარე მართვის ინტეგრირებული სისტემიდან
- ადაპტირებულია წყლის დეზინფექციასთან დაკავშირებულ სხვადასხვა ამოცანებთან
- გამძლე დიზაინი.