NK, NKG, NKE, NKGE ცალმხრივი შეწოვის ტუმბოები დაგრძელებული ქუროთი

ძირითადი ინფორმაცია

მიმოხილვა

Grundfos NK/NKG  ტუმბოები მრავალფუნქციურია, რომლებიც გამოიყენება სხვადასხვა სფეროში. Grundfos NK/NKG ტუმბოები გამოიყენება ხუთ ძირითად სფეროში: წყალმომარაგება, ინდუსტრიული წნევის ამაღლება, სამრეწველო სითხის გადაცემა, HVAC (გათბობა, ვენტილაცია და კონდიცირება) და ირიგაცია.

ამ ტუმბოებს არ გააჩნია თვითშეწოვის ფუნქცია. ისინი წარმოადგენენ ერთსაფეხურიან, ცენტრიდანულ სპირალურ ტუმბოებს ღერძული შეწოვის პორტით, რადიალური დამწნეხი პორტით და ჰორიზონტალური ლილვით. Grundfos NK/NKG ტუმბოების ასორტიმენტი უსაზღვროა, ისინი სრულად შეესაბამება EN733 ან ISO2858 სტანდარტებს. მათ გააჩნიათ მოძრავი კონსტრუქცია, რაც საშუალებას იძლევა მოიხსნას ძრავა, ქურო, საკისრის ჩამკეტი და მუშა ბორბალი, ტუმბოს კორპუსის ან მილსადენის დემონტაჟის გარეშე. ამგვარად,დიდი ტუმბოების მომსახურებაც კი შეუძლია მხოლოდ ერთ ადამიანს ამწეს დახმარებით. ISO2858 სტანდარტის ტუმბოებს შეუძლია იმუშაოს 100 000 საათი..

დანიშნულება

Grundfos გთავაზობთ (NK)  ტუმბოების პრაქტიკულად უსაზღვრო სპექტრს. მათი სიმტკიცე და საიმედოობა ხდის მათ იდეალურს ნებისმიერ გარემოში გამოსაყენებლად, ისეთი როგორიცაა:

  • გათბობის სისტემები საცხოვრებელი კორპუსებისთვის
  • კონდიცირების სისტემები
  • გაგრილების სისტემები
  • გამრეცხი სისტემები
  • სხვა სამრეწველო სისტემები.

მახასიათებლები და უპირატესობები

  • ოპტიმიზებული ჰიდრავლიკა კორპუსსა და მუშა ბორბალში = სითხის შეუფერხებელ ნაკადს
  • O-ring ტუმბოს კორპუსსა და ხუფს შორის = არ არსებობს გაჟონვის რისკი
  • გარსაცმები, იმპელერი და კომპენსაციური რგოლი სხვადასხვა მასალებისგან = გაზრდილი ანტიკოროზიულობა,წებოვანი ნაწილების არ არსებობა
  • მოძრავი კონსტრუქცია ტუმბოს ადვილი დემონტაჟისთვის და მომსახურებისთვის
  • ხელმისაწვდომია IE1, IE2 და IE3 ძრავებით
  • PN 10,16 და 25 ბარი
  • ტემპერატურა 180 °C-მდე
  • ხელმისაწვდომია ლილვის შემამჭიდროვებელი მასალის სხვადასხვა ვარიანტები.
ტექნიკური სერვისი