მონობლოკური ტუმბოები NB, NBG, NBE, NBGE ცალმხრივი შეწოვით

Grundfos NB/NBG ტუმბოები გამოიყენება: წყალმომარაგებაში, მრეწველობაში წნევის გასაზრდელად, სამრეწველო სითხის გადასატუმბად, HVAC (გათბობა, ვენტილაცია და კონდიცირება) და ირიგაციაში.

ძირითადი ინფორმაცია

მიმოხილვა

Grundfos-ის NB/NBG ტუმბოები სხვადასხვა დანიშნულებისაა.ისინი გამოიყენება ხუთ ძირითად სფეროში: წყალმომარაგება, ინდუსტრიაში წყლის წნევის ამაღლება, სამრეწველო სითხის გადატუმბვა, HVAC და ირიგაცია.

Grundfos NB/NBG ტუმბოები არ გააჩნია თვითშეწოვის ფუნქცია. ისინი წარმოადგენენ ერთსაფეხურიან, ცენტრიდანულ სპირალურ ტუმბოებს ღერძული შეწოვის პორტით, რადიალური დაწნეხვის პორტით და ჰორიზონტალური ლილვით. NB/NBG წარმოდგენილია მონობლოკური სახით, ისინი სრულად შეესაბამებიან EN733 ან ISO2858 სტანდარტებს.

დანიშნულება

Grundfos გთავაზობთ მონობლოკური (NB) ტუმბოების პრაქტიკულად უსაზღვრო ასორტიმენტს. მათი სიმტკიცე  და საიმედოობა მათ ხდის იდეალურს  რთულ პირობებში გამოსაყენებლად, ისეთი როგორიცაა:

  • გათბობის სისტემები საცხოვრებელი კორპუსებისთვის
  • კონდიცირების სისტემები
  • გაგრილების სისტემები
  • გამრეცხი სისტემები
  • სხვა სამრეწველო სისტემები.

მახასიათებლები და უპირატესობები

  • ოპტიმიზებული ჰიდრავლიკა კორპუსსა და მუშა ბორბალში = სითხის შეუფერხებელი ნაკადი
  • O-ring ტუმბოს კორპუსსა და ხუფს შორის = არ არსებობს გაჟონვის რისკიგარსაცმები,
  • იმპელერი და კომპენსაციური რგოლი სხვადასხვა მასალისგან = გაზრდილი კოროზიის წინააღმდეგობა, არ არის წებოვანი ნაწილები
  • ხელმისაწვდომია IE1, IE2 და IE3 ძრავებით
  • ლილვის შემჭიდროვებელი მასალის რამოდენიმე ვარიანტი
  • PN 10,16 და 25 ბარი
  • ტემპერატურა 140 °C-მდე.
ტექნიკური სერვისი