KWM-ს შერეული ნაკადის ტუმბო შექმნილია ძლიერი ნაკადისთვის საშუალო წნევაზე.
50 მ წნევაზე 700 მ3/წთ ნაკადის გამტარუნარიანობის წყალობით, Grundfos-ის KWM-ს შერეული ნაკადის ტუმბო იდეალურია წყალდიდობების სამართავად, ისევე, როგორც დიდი ოდენობით წყლის მოძრაობის სხვა შემთხვევებშიც.
KWM-ს თითოეული ტუმბო იქმნება ინდივიდუალურად, თქვენი მოთხოვნების შესაბამისად, უზრუნველყოფს რა ეკონომიკურად ეფექტურ მუშაობას. საუკეთესო შედეგისთვის, დაუკავშირდით Grundfos-ს დაგეგმვის ეტაპზევე – ეს მოგვცემს საშუალებას გავითვალისწინოთ ისეთი ასპექტები, როგორიცაა სატუმბი სადგურის დაპროექტება, ტუმბოს შერჩევა, სამომავლო მოთხოვნები და ჯამური ხარჯები ფუნქციონირების მთელი პერიოდისთვის.
გამოყენება
დიდი ოდენობით ნედლი წყლის დასამუშავებლად შექმნილი ტუმბოები იდეალურად გამოსადეგია მოხმარების ფართო სპექტრისთვის:
- წყალდიდობის და ქარიშხლის წყლის მართვა
- დიდი მოცულობის დრენაჟი და ირიგაცია
- ნედლი წყლის მოხმარება
- დიდი ოდენობით წყლის ცირკულაცია, მაგ., აკვაპარკებში
- წყლის დონის კონტროლი ზღვისპირა და ზღვის დონიდან დაბალ სიმაღლეზე არსებულ ადგილებში
- მშრალი დოკების და პორტის მოწყობილობების შევსება და დაცლა
- რეზერვუარების შევსება ან დაცლა
- დამუშავებული ჩამდინარე წყლები
- გამაგრილებელი წყლის შეშვება ელექტროსადგურებზე
- ტექნოლოგიური და გამონადენი წყალი
- სხვა გამოყენება დაბალიდან საშუალომდე წნევა/ძლიერი ნაკადის დროს.
მახასიათებლები და უპირატესობები
სანდოობა საუკეთესო ფასად
- ხარისხიანი პროდუქტები
- გამძლე, საიმედო და რენტაბელური
- მაქსიმალური შესაბამისობა ფასისა ხარისხთან
მინიმალური, მარტივი მომსახურება
- ტუმბოს მარტივი კონსტრუქცია უზრუნველყოფს ხანგრძლივ უწყვეტ მუშაობას
- ყველა ტუმბო გადის ინდივიდუალურ შემოწმებას და რეგისტრაციას, ამიტომ საჭირო სათადარიგო ნაწილების მოწოდება ძალიან სწორად ხდება, თუნდაც მრავალი წლის შემდეგაც.
ფართო არჩევანი
- ყველა მოდელი დამზადებულია თუჯისგან ან უჟანგავი ფოლადისგან
- 50 ამ 60 ჰერცი
- სპეციალური მასალები (მაგ., პროპელერი ალუმინის ბრინჯაოში არის სტანდარტი. უჟანგავი ფოლადი კი წარმოდგენილია მხოლოდ მოთხოვნის შემთხვევაში)
- ხელმისაწვდომია მაღალი (10 კვ-მდე სპეციალური მოთხოვნით) ძაბვის მოდელები
- ტუმბო და ძრავი 1 მვტ-მდე სიმძლავრით, სპეციალური მოთხოვნის შემთხვევაში