BMP დამწნეხი მოდული, დგუშიანი ტუმბო

Grundfos-ის BMP, დგუშინია ტუმბოები განკუთვნილია მაღალი წნევის ქვეშ სითხეების გადასატანად.

ძირითადი ინფორმაცია

მიმოხილვა

ტუმბოები აგებულია ღერძოვანი დგუშის პრინციპით, რაც უზურნველყოფს ძალიან მსუბუქ და კომპაქტურ დიზაინს.

BMP – ეს არის დგუშიანი წყლის ტუმბო პირდაპირი ამოტუმბვით. ტუმბო შექმნილია წყალსადენის ინდუსტრიული წყლის დასამუშავებლად. Grundfos-ის BMP ტუმბოები უზრუნველყოფენ სრული ეფექტურობის 88%-ს და ამცირებენ წნევის პიკს რამდენიმედგუშინია კონსტრუქციის საფუძველზე. ეს ტუმბოები საუკეთსო არჩევანია, როდესაც გვჭირდება სანდო და კომპაქტური ტუმბო, საშუალო და მაღალი წნევისთვის.

BMP-ის სამი ვერსიაა ხელმისაწვდომი:

  • BMP ჩვეულებრივი წყალსადენის წყლის დასამუშავებლად
  • BMP-N ტექნიკური წყლისთვის/დეიონიზირებული წყლისთვის
  • BMP-R ზღვის წყლისთვის.

გამოყენება

BMP ტუმროები გამოიყენება, როგორც სასმელი წყლის გადასატუმბად, ისე ქიმიკატების ამოსატუმბად. ტუმბოები შეიძლება გამვიყენოთ სრულიად განსხვავებულ სატუმბ სისტემებში, სადაც ტუმბოს მუშაობის მახასიათებლები და მასალები უნდა შეესაბამებოდეს გარკვეულ მოთხოვნებს.

გამოყენების მაგალითები:

  • გაწმენდა/რეცხვა
  • შეფრქვევა
  • დანისლვა
  • დამუშავება
  • ზღვის წყლის დემინერალიზაცია (გამტკნარება).

მახასიათებლები და სარგებელი

  • მაღალი ეფექტურობა
  • პატარა და მსუბუქი
  • წარმოშობს უმნიშვნელო პულსაციას სითხის გამოშვების ხაზზე
  • პროფილაქტიკური მომსახურება არ სჭირდება
  • ხანგრძლივი მომსახურება
  • მცირე რაოდენობის ცვეთადი ნაწილი
  • სიჩქარის რეგულირების ფართო დიაპაზონი
  • საუკეთსო რეცირკულაცია, გადახურების გარეშე (90%-მდე)
  • ხდება გაპოხვა გადმოქაჩული სითხით.
ტექნიკური სერვისი
დოკუმენტები