S ტუმბო – ზე-გრიგალისებრი ერთ ან მრავალარხიანი იმპელერი

ძირითადი ინფორმაცია

მიმოხილვა

S ტუმბო წარმოადგენს მრავალი საკანალიზაციო სისტემის ხერხემალს. ამ ტუმბოების შერჩევა ხდება მათი სიძლიერის, გამძლეობის და ისეთი ინოვაციური მახასიათებლების გამო, როგორიცაა წმენდის რეგულირების სისტემის SmartTrim იმპელერი და SmartSeal-ი, გაჟონვის თავიდან ასაცილებლად.

S ტომბოში გამოყენებული SmartTrim სისტემა იძლევა საშუალებას მარტივად დავარეგულიროთ იმპელერის ქარხნული პარამეტრები და ამით შევინარჩუნოთ ტუმბოს მაქსიმალური ეფექტურობა.

Grundfos-ის SmartSeal-ის ავტომატური შეჭიდების შუასადები უზრუნველყოფს სრულიად მდგრად, ჰერმეტულ კავშირს ტუმბოსა და ავტომატური შეჭიდების სისტემის ძირითად ნაწილს შორის. ლილვის მამჭიდროებელს შეუძლია ნებისმიერი მიმართულებით ბრუნვა. როდესაც ტუმბოები დამონტაჟებულია განცალკევებული მილთა სისტემით, შლამის წარმოშობა შეიძლება თავიდან ავიცილოთ დროის ტოლ მონაკვეთში სისტემის უკუგამორეცხვების გზით.

გამოყენება

ტუმბოები გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:

  • დაუმუშავებელი ნედლი ჩამდინარე წყლების გადატანა
  • ნედლი წყლის გადატანა
  • შლამის შემცველი წყლის ამოქაჩვა
  • ჩამდინარე სამრეწველო წყლის ამოტუმბვა

მახასიათებლები და უპირატესობა

  • ფართო ასორტიმენტი
  • SmartTrim
  • ფუნქციონირება “მაცივებელი პერანგის” ან მის გარეშე
  • ჩაძირული, წყალქვეშა ან მშრალი მოწყობილობა
  • არხებიანი ან გრიგალისებრი იმპელერები
  • ჩამონტაჟებული ძრავის დაცვა
  • SmartSeal-ი
  • დიდი, თავისუფალი გასასვლელი
  • ზე-გრიგალისებრი (SuperVortex) იმპელერი.
ტექნიკური სერვისი