გრუნდფოსის DDI ტუმბოები უზრუნველყოფენ ელექტრონულ დოზირებას 75 მლ/სთ-დან 150 ლ/სთ-მდე – რეალური ნაკადის პირობებში. ინტეგრირებული მაღალეფექტური მიკროელექტრონიკა და ინოვაციური, რეგულირებადი სიჩქარის წამყვანი ტექნოლოგია კი უზრუნველყოფენ ზუსტ და უწყვეტ დოზირებას, რაც იძლევა გარემოს თანმიმდევრული შერევის და პროცესის ხარისხიანად მიმდინარეობის გარანტიას. დოზირება ხდება ლიტრებში საათობრივად – დანარჩენზე ტუმბო ზრუნავს.
ელექტრონული დოზირება
ბიჯური ელექტროძრავის/EC გამოყენება შესაძლებელს ხდის სვლის (დინების??) სიჩქარის მართვის ოპტიმიზირებას, რაც თავის მხრივ განაპირობებს პროცესის ზედმიწევნით აკურატულად მიმდინარეობას. წნევის თითოეული ტაქტი დამოკიდებულია ნაკადის პარამეტრებზე. (ტუმბოს) შეწოვის სვლის დრო ყოველთვის უცვლელია, მაგრამ ანტიკავიტაციის ფუნქციის გამოყენებით, შეგვიძლია მისი გაზრდა და მორგება შესაბამის მოთხოვნებთან. ამგვარ შეწოვას ყოველთვის ადგილი აქვს სრული მოცულობით სვლისას. ეს განაპირობებს უწყვეტ დოზირებას და დოზირების სისტემაში პულსაციის შემცირებას, რაც მნიშვნელოვანი აირგამომყოფი გარემოს უწყვეტად ამოტუმბვისთვის და მოწყობილობებისთვის, რომლებიც საჭიროებენ უფრო გრძელ შემწოვ ხაზებს.
ეკონომიკურად ეფექტური დოზირება
EC ძრავის მოწინავე ტექნოლოგიის საშუალებით, DDI-ის მიერ ენერგიის ხარჯვის მაჩვენებელი რეკორდულად დაბალ ნიშნულზეა. მაქსიმალური ეფექტურობა შენარჩუნებულია 150 ლ/საათში ნაკადის შემთხვევაშიც კი.
ყველა რეგულირებად დიაპაზონში განმეორებადობის მაღალი სიზუსტით +/- 1.5%, DDI ტუმბოები ამცირებენ ქიმიკატების მოხმარებას, აუცილებელი ოდენობის ზუსტი დოზირებით.
მოქნილობა
კონსტრუქცია საკმაოდ უნიკალურია – ძრავი, რედუქტორი (gearing) და 2 ზომის დოზირების თავი (two dosing head sizes) არის ყველაფერი ის, რაც აუცილებელია ყველა სერიის ტუმბოსათვის. ვარიაციების (ცვალებადობის) ამ რადიკალურმა შემცირებამ მინიმუმამდე დაიყვანა სათადარიგო ნაწილების რაოდენობა – ეს კი მნიშვნელოვანი ეკონომუნიკური სარგებელია მომხმარებლისთვის.
დოზირების სიჩქარის ლ/სთ-ში შეყვანის და მონიტორინგის სიმარტივე, იდეალური კალიბრაციით, განაპირობებს მოხმარების უნიკალურად მარტივ დონეს და სიზუსტეს. ამ დიაპაზონში DDI ტუმბო უფრო პატარა და ჩუმია, ვიდრე ჩვეულებრივი დოზირებადი ტუმბოები. მართვის და ეკრანის ელემენტები მოცემულია ტუმბოს გვერდითა ან უკანა ნაწილში. წარმოდგენილია მართვის ფუნქციების ფართო სპექტრი, მაგ.: ხელით სამართავი, საკონტაქტო სიგნალი, ანალოგიური სიგნალი, პარტიის და ტაიმერის (წამზომის) კონტროლი.
მაღალი სიბლანტის მქონე გარემოს დამუშავება – 2600 მიკრო პასკალამდე
ელექტრონული დოზირების ტექნოლოგია იძლევა შეწოვის მიმდინარეობის მართვის შესაძლებლობას, რათა თავიდან ავიცილოთ კავიტაცია, მაღალი სიბლანტის გარემოსთან მუშაობისას. ხელმისაწვდომია შეწოვის 2 სიჩქარე.
ნაკადის დამატებითი მონიტორი
DDI ტუმბოების ნაკადის მონიტორი აბსოლუტურად სანდოა დოზირებისას გაუმართაობის გამოვლენაში, როგორც შეწოვის კუთხით, ისე წნევის მიმართულებითაც და დაუყოვნებლივ გამოაქვს შეტყობინება ხარვეზთან დაკავშირებით. ნაკადის მონიტორი ასევე იძლევა შეცდომის სწრაფად დიაგნოსტირების და ჭარბი წნევის ელექტრონული მონიტორინგის შესაძლებლობას. უბრალოდ, ციფრულად დააფიქსირეთ მაქსიმალურად დაშვებული უკუწნევა და ამ მაჩვენებლის გადაჭარბების შემთხვევაში, ტუმბო გაითიშება.