ჩვენ შესახებ

ჩვენ შესახებ

IPSO (Infrastructure Projects Support Office) არის Grundfos-ის და კომპანია “მეგაპროჯექტის” ერთობლივი პროექტი, რომელიც ემსახურება ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე თანამედროვე ტექნოლოგიების და მიდგომების გამოყენების მხარდაჭერას. პროექტის ბენეფიციარები არიან სექტორში მოღვაწე საპროექტო, მშენებელი, მემონტაჟე და ოპერატორი ორგანიზაციები. პროექტის ფარგლებში ტარდება, როგორც სასწავლო და საკონსულტაციო ღონისძიებები, ასევე, დარგობრივი კვლევითი სამუშაოები.

აქტივობები

პროექტთან დაკავშირებული ღონისძიებები იგეგმება და ტარდება Grundfos-ის აკრედიტირებული სპეციალისტების და მენეჯერების მეშვეობით.

  1. პროფესიული ტრეინინგები და სემინარები

    დადგენილი პერიოდულობით ან/და მოთხოვნის საფუძველზე ხორციელდება სასწავლო პროგრამები GRUNDFOS-ის პროდუქციის და ტექნოლოგიების შესახებ.

    სემინარების ფარგლებში სპეციალისტების მიერ ხდება კონკრეტული გამოცდილების და ცოდნის გაზიარება.

  2. პროექტების კონცეფტუალური დიზაინი

    პროექტის კონცეფციის შემუშავებაში სპეციალისტების ჩართვა შემდგომში აადვილებს და აჩქარებს პროექტირების პროცესებს. ეს ეტაპი მნიშვნელოვანია, როგორც GRUNDFOS-ისთვის, ასევე, პროექტის განხორციელებაზე მომუშავე ორგანიზაციებისთვის, ვინაიდან თავიდანვე დაწყებული ზედამხედველობის და ინფორმატიულობის პირობებში, იზრდება სამუშაოების ეფექტურობა.

  3. პროექტირების კონსულტირება

    პროექტირების ეტაპზე შექმნილი სირთულეების განხილვა, გაანალიზება და საინჟინრო გადაწყვეტილების მიღება სპეციალისტების დახმარებით, ამცირებს შემდგომში შეუთავსებლობის და გადაკეთებების რისკებს, ზრდის პროექტის პრაქტიკულობას და სანდოობას.

  4. მონტაჟის და ოპერირების აუდიტი

    შესრულებული სამუშაოების შემოწმება და დროული კორექტირება ძალიან მნიშვნელოვანია ობიექტის ვადაში დასრულების,  გაუთვალისწინებელი დროის და ფინანსური ხარჯების გამორიცხვისათვის.

ჩვენი ხედვა

საქართველოში წარმოებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებში გამოყენებული ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები და სამუშაოების შესრულების დონე, უნდა შეესაბამებოდეს მოწინავე ევროპული ქვეყნების სტანდარტებს.

პროექტების შემუშავებისას უნდა იყოს შესწავლილი და მაქსიმალურად შემცირებული ზეგავლენა, როგორც ლოკალურ ეკოლოგიურ მდგომარეობაზე, ასევე, გლობალურ კლიმატზე.

ტექნოლოგიური და სამშენებლო პროცესების განხორციელებისას უზრუნველყოფილი უნდა იყოს ადამიანთა შრომის და ჯანმრთელობის უსაფრთხოება.

ტრენერები და კონსულტანტები

ჰამლეტ კვასხვაძე
პროექტ IPSO-ს კოორდინატორი
Grundfos-ის ბრენდ მენეჯერი
Zafer Temizkan
Grundfos Regional Manager
EEWAA-WU East Europe, West Asia, Middle East & Africa
შალვა გოგვაძე
ტექნიკური ექსპერტი
კომპანია მეგაპროჯექტის ტექნიკური დირექტორი
დავით ბერიძე
IPSO-ს პროექტ მენეჯერი
ბათუმის ფილიალის მენეჯერი
Testimonials

გამოხმაურებები