Blog

დეკემბერი 23, 2019

გლობალური ინოვაციის ჯილდო წყლის მდგრადი გადაწყვეტილებების პოვნისთვის

Frost & Sullivan-მა აღიარა Grundfos-ს  უდავო წვლილი წყლის მდგრადი გადაწყვეტილებების პოვნაში, განსაკუთრებით ისეთ ადგილებში, სადაც მილიონობით ადამიანს ჯერ კიდევ არ აქვთ უსაფრთხო წყალთან წვდომის შესაძლებლობა.

Frost & Sullivan-მა წლევანდელი ჯილდო განვითარებადი ბაზრის ინოვაციების საუკეთესო პრაქტიკებისთვის წყლის მდგრადი გამოყენების საკითხში Grundfos–ს გადასცა.

გლობალურმა კვლევითმა კომპანიამ დადებითად შეაფასა Grundfos-ის მოღვაწეობა განვითარებად ბაზრებზე, სადაც წყალთან დაკავშირებული გამოწვევების, დასაძლევად მზის ენერგიაზე მომუშავე წყლის ტუმბოები შეიმუშავა, რომლებიც გამოირჩევა მონტაჟის მარტივი პროცესით და ამასთან ერთად, ახალი ბიზნეს მოდელების შემუშავებას უწყობს ხელს, რაც ტუმბოებს უფრო ხელმისაწვდომს ხდის.

Grundfos-ი მუშაობს ადგილობრივ პარტნიორებთან, რომ შესაბამისობაში იყოს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) 6 და 13 პუნქტებთან. ინსტალაციის პროცესის შემდეგ, Grundfos უკეთებს რეკრუტინგს ადგილობრივი ტექნიკოსების გუნდს და აქტიურად ატრენინგებს მათ, რათა სატუმბი სისტემების ექსპლუატაციის პროცესში მუშაობის მაღალი ეფექტიანობა იყოს შენარჩუნებული.

პარტნიორებსა და კოლეგებზე ორიენტირებული მიდგომები

”ჩვენი ძალისხმევა უფრო ღირებულია, როდესაც ჩვენი ინოვაციები მთელს მსოფლიოში აუმჯობესებს ადამიანების ცხოვრებას, განსაკუთრებით კი იმათ, ვისაც აქამდე წყალთან არ ჰქონდა წვდომა; ეს არის ზუსტად ჩვენი მიზანი,“- ამბობს ულრიკ გერნოუ, Grundfos ჯგუფის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი.

”ჩვენ ვერასოდეს შევძლებდით ამ პროექტებში მიგვეღწია მსგავსი შედეგებისთვის ჩვენი პარტნიორებისა და დაუღალავად მშრომელი, ამბიციური კოლეგების გარეშე, რომლებმაც ასეთი წვლილი შეიტანეს მსოფლიოში. ეს ჯილდო ეძღვნებათ მათ.“

Frost & Sullivan-ის თანახმად, Grundfos მომხმარებლებისთვის მსოფლიოს გარშემო ხელმისაწვდომს ხდის წყლის სატუმბ სისტემებს, რომლებიც ინოვაციური, საიმედო ტექნოლოგიითა და გამოცდილი კადრების დახმარებითაა შექმნილი, მათ შორის მზის ენერგიაზე მომუშავე წყლის ტუმბოები და Lifelink პროდუქციის ხაზიც.

ერთგულებაზე ორიენტირებული მიდგომა

Frost & Sullivan-მა ხაზი გაუსვა Grundfos Lifelink–ის პროდუქციას, როგორიცაა AQtap – ქლაუდთან დაკავშირებული წყლის დისპენსერი, ასევე ცნობილი, როგორც წყლის ბანკომატი, – რომელსაც მობილური ტელეფონით შეგიძლია დაუკავშირდე, და ასევე Aqpure – წყლის გამწმენდი დანადგარი, რომელიც სასმელი წყლის უსაფრთხო დონემდე ფილტრაციას უზრუნველყოფს.

”ჩვენ ვხედავთ Grundfos-ს კომპანიად, რომელიც ხარჯ-ეფექტური გადაწყვეტილებების ძიებაზეა ორიენტირებული, რაც წყალმომარაგების უსაფრთხოობას, საიმედოობასა და მდგრადობას უზრუნველჰყოფს განვითარებად ეკონომიკებში. კომპანია ცდილობდა ღრმად გარკვეულიყო განვითარებადი ბაზრის მოთხოვნებში, რამაც დაეხმარა კიდეც გაფართოებულიყო ამ ბაზარზე,”- ამბობს ფრედრიკ როიანი, Frost & Sullivan-ის მდგრადი და წრიული ეკონომიკის კვლევის გლობალური ვიცე-პრეზიდენტი.

ჯილდოები
About administrator