მთავარი

პროექტის კონცეფცია

გაეცანით Grundfos-ის ასორტიმენტს და უახლოეს ტექნოლოგიებს. მიიღეთ სრული ინფორმაცია თქვენი ამოცანების გადაწყვეტისათვის.

დახმარება და ინსტრუქტაჟი

მოიძიეთ ინფორმაცია სატუმბ სისტემებზე, რომლებიც აკმაყოფილებენ თქვენი პროექტის სპეციფიკას და ტექნიკურ მოთხოვნებს.

სატენდერო დოკუმენტაცია

სრულყოფილი ტექნიკური ინფორმაციის მეშვეობით, დაიცავით სატენდერო მოთხოვნები, მანიპულაციის და არაჯანსაღი კონკურენციისაგან.

ექსპლუატაცია და პრევენციული სერვისი

მიიღეთ ინფორმაცია ცვეთად ნაწილებზე და ტუმბოების დროულ სერვისზე, რათა უზრუნველყოთ აგრეგატების ხანგრძლივი და საიმედო მუშაობა.

Grundfos-ის პროდუქციის ცენტრი –  ეს არის ზომის განსაზღვრის და შერჩევის ციფრული ხელსაწყო, რომელიც თითოეული პროექტის ოპტიმალურად გადაწყვეტის შესაძლებლობას იძლევა. ერთ ადგილას თავმოყრილი ინფორმაცია გაგიადვილებთ შეადაროთ და შეაფასოთ Grundfos-ის  პროდუქტები. არ აქვს მნიშვნელობა რა სტადიაზეა თქვენი პროექტი, Grundfos-ის პროდუქციის ცენტრი დაგეხმარებათ სწორი არჩევანის სწრაფად გაკეთებაში, რითაც დაჩქარდება მთელი სამუშაო პროცესიც.

ტექნოლოგიური კონსალტინგი

საინჟინრო ამოცანების ტექნიკური მხარდაჭერა

1

პროექტის მიზნობრიობა

სასურველი შედეგების და არსებული ტექნოლოგიების გაანალიზება, ობიექტის კონცეფციის ჩამოყალიბება.

2

მოთხოვნების ჩამოყალიბება

წინასაპროექტო ანალიზი, ტექნიკური და ეკონომიკური საფუძვლების განსაზღვრა, ტექნიკური დავალების ჩამოყალიბება.

3

სისტემების დაპროექტება

პროექტის, საპროექტო დოკუმენტაციის, სპეციფიკური მოთხოვნების შემუშავება, კალენდარული და რესურსებთან დაკავშირებული გეგმების შექმნა.

4

სამუშაოს განხორციელება

მიწოდებების უზრუნველყოფა, სამონტაჟო სამუშაოების შესრულება, საინჟინრო სისტემების ტესტირება, გაშვება/გამართვა.

5

ექსპლუატაციაში შეყვანა

საბოლოო გამოცდის ჩატარება, ობიექტის სამუშაო რეჟიმში გადაყვანა, ექსპლუატაციაში ჩაშვება.

6

ობიექტის ექსპლუატაცია

სისტემის ფუნქციონირების მონიტორინგი, დაგეგმილ ტექნიკურ და ეკონომიკურ მაჩვენებლებთან შედარება, პრევენციული ტექნიკური სერვისი.